ჩაისუბნის N2 სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სადამრიგებლო საათი მიეძღვნა
30-05-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 105 წლისთავი აღინიშნა.

სკოლაში, IX კლასის მოსწავლეებთან, სადამრიგებლო საათი, საქართველოს დამოუკუდებლობის აღდგენას მიეძღვნა.

„პატრიოტული სულისკვეთება და ქვეყნისადმი უანგარო სიყვარული იგრძნობოდა მოსწავლეთა სიტყვებში. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ინსცენირება, რომელსაც ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია“, - ამბობენ სკოლაში.

კლასის დამრიგებელი - ინგა რიონიძე გახლავთ.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს ერთმანეთს საინტერესო ინფორმაციები გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.

წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან 105 წელი გავიდა. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203