
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის XII კლასის მოსწავლეები: ლიზი დიდმანიძე და ლიზა ბერძენიშვილი თემაზე - „ადრეული ქორწინება და ფსიქოსოციალური გარემო“ დაკავშირებით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ.
აღნიშნული შეხვედრა16 მაისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახში, ხელვაჩაურის გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
შეხვედრას უძღვებოდა ბიოლოგიის საგნობრივი ექსპერტი, აჭარის მასწავლებელთა სახლის ტრენერი - ნანა ვარდმანიძე.
მოსწავლეებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საინტერესო დავალებები შეასრულეს და თავისი მოსაზრებები გამოხატეს.
მათ ცოდნა წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა და მათ წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტოები: