წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეები საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აქტიურად შეუერთდნენ
30-05-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს დამოუუკიდებლობის დღის აღსანიშნ ღონისძიებას შეუერთდნენ.

ღონისძიება ქუთაისის უნივერსიტეტმა მოაწყო და მასში სხვა სკოლებთან ერთად წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, კლასის ხელმძღვანელ ნატო ჯოხაძესთან ერთად.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, უნივერსიტეტის ღია სივრცეში სკოლის მოსწავლეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. გოგონებმა თექაში შესრულებული ნამუშევრები წარადგინეს, რაშიც მასწავლებელი ნარგიზ შავგულიძე ეხმარებოდა

მოსწავლეები ასევე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ვიქტორინაში მონაწილეობდნენ, სადაც 26 მაისის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხეს, სამ გამარჯვებულს შორის იყო V კლასის მოსწავლე - მარიანა ჩიკვაიძე, რომელსაც საჩუქრად წიგნი გადაეცა.

ღონისძიებაზე, უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გამოფენა გაიმართა. ასევე, ჩატარდა ჩინური კალიგრაფიის გაკვეთილი. კონფუცის კლასის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტში შეკრებილ საზოგადოებას ჩინური კულტურა გააცნეს.

უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ცეკვა „აფხაზური“ შეასრულა, ღონისძიების დასასრულს ფილმ - „ექვთიმეს“, ჩვენება მოეწყო.

„ამ დღით ყველანი: ბავშვებიც, მათი მშობლებიცა და მასწავლებლებიც აღფრთოვანებულები დავრჩით. ძალიან დიდი მადლობა სკოლის დირექტორს ფაქიზო ფანჩულიძეს და მზია კუბეციას აღნიშნულ ღონისძიებაში ჩვენი ჩართულობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203