
ახალციხის მუნიციპალიტეტის, ვალის N3 საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
სკოლაში, მოსწავლეებმა, დამრიგებლის - მარიამ ავაქიანის ხელძღვანელობით, დამსწრე საზოგადოებას საინტერესო და ლამაზი ღონისძიება შესთავაზეს.
ღონისძიებაზე პირველკლასელებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და ცეკვები შეასრულეს.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
ღონისძიებაზე სკოლის დირექციამ, მასწავლებლებმა მოსწავლეებს პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცეს.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: