თლუღის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ღონისძიებით აღინიშნა
30-05-2023
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გამორჩეული აქტივობებითაა დატვირთული.

ამჯერად, სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზეიმით აღნიშნეს. აქტივობის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მნიშვნელობისა და ამ დღის შესახებ ისაუბრეს. გარდა ამისა, მოაწყვეს ნახატების გამოფენა, მოკლე ისტორიული მიმოხილვის შემდეგ კი, ლექსები სამშობლოს სიყვარულზე წაიკითხეს და სიმღერები პატრიოტულ მოტივებზე შეასრულეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203