„ყვავილების ფესტივალი“ გულგულის საჯარო სკოლაში
30-05-2023

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მონაწილეობით სხვადასხვა სახის ღონისძიება და აქტივობა იმართება.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მაისი ვარდობის თვეა, 25 მაისს კი სკოლაში სასკოლო ღონისძიება - „ყვავილების ფესტივალი“ ჩატარდა.

ფესტივალს, პირველკლასელები ღონისძიებით - „მეჯლისია ბუნების, აბა დელი- დელია“ შეუერთდნენ.

„მათ სპექტაკლის სახით წარადგინეს თავიანთი შემოქმედება, რომელიც გაფორმებული იყო შესაბამისი სიმღერებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ღონისძიების მუსიკალური ხელმძღვანელი მ. შალიკაშვილი გახლდათ, კლასის ხელმძღვანელი კი ლია მაჭავარიანია.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203