სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა კონკურსის გზით შერჩეული ნამუშევრები წიგნში დაიბეჭდა
30-05-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტში წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, ისინი კონკურსში - „სიყვარულით დანახული სამყარო“  ჩაერთნენ, რომელიც საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირმა ჩაატარა საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის.

კონკურსის მიზანი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოებების გამოვლენა:  საუკეთესო მოთხრობა, ნოველა, ესე, ლექსი, იყო.

საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ სპეციალურად შექმნილმა ჟიურმა გამოავლინა გამარჯვებული ავტორები.

სალიბაურის N2 საჯარო სკოლიდან საუკეთესო ავტორებად დასახელდნენ და გადაეცათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები - XII  კლასის მოსწავლეებს: ლიზი დიდმანიძეს, მარიამ ძნელაძეს და ლიზა ბერძენიშვილს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეთა ნამუშევრები დაიბეჭდა წიგნში - „სიყვარულით დანახული სამყარო“,  ხოლო სკოლას გადაეცა მადლობის ფურცელი.

„სკოლის დირექცია და პედკოლექტივი ვულოცავთ მე-12 კლასის მოსწავლეებს გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ შემოქმედებით გზაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203