მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწის.
სკოლის საინიციატივო ჯგუფი, რომელიც X, XI კლასების მოსწავლეებისგან შედგება, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური ჰაბის გამოცხადებულ კონკურსში - „მოხალისეობრივი შრომა“ მონაწილეობდა. აღნიშნულ კონკურსში მათ გრანტი მოიპოვეს.
25 მაისს რეგიონალური ჰაბის წარმომადგენლები სკოლას ეწვივნენ და ბიბლიოთეკა დაათვალიერეს, სადაც წიგნების შეკეთებაზე და თაროების აწყობაზე მოხალისეობრივად სკოლის მოსწავლეები იმუშავებენ.
აღნიშნულ შეხვედრას დირექტორი, ბიბლიოთეკარი, მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პედაგოგი და მშობელი ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები: