ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ინტეგრირებული გაკვეთილი მიეძღვნა
30-05-2023
ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გამორჩეული აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება.

ამჯერად, სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. ამ თარიღს სამოქალაქო განათლების, ქართულ ენასა და ისტორიის ინტეგრირებული გაკვეთილი მიეძღვნა.

აქტივობის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ 26 მაისის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს, შესაბამისი ინფორმაცია მოიძეს, დაახარისხეს და თემატური ნამუშევრები მოამზადეს. მათ საგნის პედაგოგებმა 26 მაისის შესახებ ცნობები მიწოდეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ. ამ აქტივობამ კი კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად ნიჭიერები და მოტივირებულები არიან.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203