ბოგვის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანი ღონისძიებით „გააცილეს“
30-05-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა.

პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანი „გააცილეს“. მათ სააქტო დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და შესაძლებლობები გამოავლინეს. შემდეგ კი, სკოლის ეზო მოხატეს. 

როგორც სკოლაში ამბობენ, ზეიმმა მხიარულად ჩაიარა.

„გზას დაგილოცავთ, პატარა მარგალიტებო“, - მოსწავლეებს პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველივე კლასიდან ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203