დამალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თეატრალური კომპოზიციების სასკოლო კონკურში წარმატებას მიაღწიეს
30-05-2023
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლას აქტიური, ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეები ჰყვას, რომლებიც სასკოლო საზოგადოებას სიამაყის საბაბს ხშირად აძლევენ.
ამჯერად, მე-2, მე-9 და მე-11 კლასების მოსწავლეები თეატრალური კომპოზიციების სასკოლო კონკურში -„ჩემი პირველი ქართული როლი“ მონაწილეობდნენ. მათ შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და წარმატებას მიაღწიეს.
შედეგად კი, გაიმარჯვეს - ჟიურის რჩეული გახდნენ, მათ საჩუქრად წიგნების 500-ლარიანი ვაუჩერი გადაეცათ. სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ, ულოცვან და წინსვლას უსურვებენ.