გალავნის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლის - გაბრიელ დორეულის წარმატება მათემატიკის ოლიმპიადაში
30-05-2023
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლას არაერთი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე ჰყავს, მათ შორისაა გაბრიელ დორეული.

გაბრიელი მე-2 კლასის მოსწავლეა, რომელიც „ევერესტის“ მათემატიკის ოლიმპიადის საზაფხულო სეზონის ოლიმპიადაში მონაწილეობდა და ფინალისტობა დამსახურებულად მოიპოვა. 

აღსანიშნავია, რომ გაბრიელის ამ წარმატებაში საგნის მასწავლებელ მაია ფეიქრიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის. 

სკოლაში მოსწავლეთა გააქტიურებასა და მათ სხვადსხვა საგანმანათლებლო ოლიმპიადასა თუ პროექტში ჩართულობას დიდი ყურადღება ეთმობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203