ღების საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები საზეიმო ღონისძიებით გააცილეს
31-05-2023

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელთა გაცილება საზეიმო ვითარებაში მოეწყო.

სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება და წინსვლა უსურვეს.

აღსანიშნავია, რომ მეთორმეტეკლასელებს „ბოლო ზარის“ ორგანიზებაში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი ვერა ლობჯანიძე და დამრიგებელი ამირან ლობჯანიძე დაეხმარნენ. 

კურსდამთავრებულებმა დაწერეს ლექსები მასწავლებლებზე, გაიხსენეს კურიოზული ამბები და პირველი ნაბიჯები სკოლაში, ასევე გადაიღეს სხვადასხვა ვიდეო, ჩაწერეს ინტერვიუ და 12 წლის ისტორიები გაიხსენეს.

ახალგაზრდებმა სასკოლო საზოგადოებას ფოტოკოლაჟი აჩვენეს, ვიდეორგოლში მოსწავლეთა ნათესავები ჩაერთვნენ, რომლებიც მათ სკოლის დამთავრებას ულოცავდნენ.

ღონისძიების ბოლოს სკოლაში ალაფურშეტი მოეწყო, სადაც მოსწავლეები გაერთნენ და სკოლის დამთავრება სამახსოვროდ აღნიშნეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203