დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს და სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი საღამო აჩუქეს
30-05-2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.

სკოლაში, ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაზე მე-7 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ანა ბერაძესთან, მუსიკის მასწავლებელ დარეჯან დონდოლაძესთან, ქორეოგრაფ ზურა წულაძესა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ თეონა ძირკვაძესთან ერთად, მრავალფეროვანი აქტივობები წარადინეს და ასე წარმოაჩინეს საქართველო.

მეშვიდეკლასელებმა, ღონისძიებაზე იცეკვეს, იმღერეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად გამოავლინეს.

მათ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

„მოსწავლეებმა დამრიგებელთან ერთად, თბილი სიტყვებით გამოხატეს სიყვარული ჩვენი სამშობლოს მიმართ. მოსწავლეთა მუსიკალური ჰანგებითა და ქორეოგრაფიული ცეკვებით გაჯერებულმა ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი საღამო აჩუქა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დღე დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

 იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203