ოდიშის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ღონისძიებით აღინიშნა
30-05-2023
ალექსანდრე საჯაიას სახელობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პატრიოტული ღონისძიებით აღინიშნა. 

საგანგებოდ გაფორმებულ სცენაზე, საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას ემოციური სანახაობა შესთავაზეს. 

მოსწავლეებმა 26 მაისის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს და გაიაზრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს დამოუკიდებლობა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში, სამივე საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203