„მზიური ქვეყნიდან სითბო და სიკეთე მოგვიტანია“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პირველკლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება
30-05-2023

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პირველკლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება - „მზიური ქვეყნიდან სითბო და სიკეთე მოგვიტანია“, მოეწყო. 

ღონისძიება პედაგოგ იამზე წულუკიძის ხელმძღვანელობითა და 1-ელი კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ერთი წლის ნამუშევარი წარუდგინეს და ერთ საათში ჩაატიეს თავიანთი სათქმელი: სიყვარულზე, მეგობრობაზე, სკოლაზე, დედაენაზე, ჰუმანიზმსა და ქვეყანაზე. 

მოსწავლეებმა დაასკვნეს, რომ ამ ერთ წელში ერთმანეთი შეიძინეს და საყვარელი დამრიგებლის წყალობით ერთი ოჯახი გახდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა დღის ბოლოს აღიარეს, რომ ბედნიერები არიან საქართველოს სიყვარულით და ჩვენს ქვეყანაში დაბადებით. საყვარელ ქვეყანას, ქალაქს და სკოლას კი კარგი სწავლა აღუთქვეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე და სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ, რომლებმაც დადებითად შეაფასეს დღევანდელი დღე და თბილი სიტყვებით დაასაჩუქრეს პირველკლასელები.

„ჩვენმა ცუგრუმელა გოგო-ბიჭებმა დარბაზში დამსწრე საზოგადოებას მართლაც სითბო და სიყვარული მოუტანეს და შექებაც დაიმსახურეს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203