საყუნეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „ანბანეთში იმოგზაურეს“
30-05-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა „ანბანის გაცილების“, ღონისძიება მოაწყვეს, სასკოლო საზოგადოებას სიმღერები, ლექსები, ქართული ცეკვა, „ხმოვნების ცეკვა“ შესთავაზეს და „ანბანეთში იმოგზაურეს“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ასე მხიარულად და წარმატებით დაასრულეს პირველი კლასი. 

სკოლის დირექციამ, მასწავლებლებმა და მშობლებმა მიულოცეს პატარებს პირველი კლასის დასრულება, მათ წინსვლა და წარმატება უსურვეს.

ადმინისტრაცია მადლობას უხდის „ანბანის ზეიმის“, ორგანიზატორებს, პედაგოგებს, მშობლებს და დირექციას ლამაზი ღონისძიების მოწყობისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203