ჯიხანჯურის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება იზეიმეს
30-05-2023
ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის 1-ელია და 1-ელიბ კლასის მოსწავლეებმა 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დაამთავრეს.
სასწავლო წელი გამორჩეულად საინტერესო და წარმტაცი აღმოჩნდა პატარებისათვის. ისინი ეზიარენ უამრავ სახალისო სასწავლო აქტივობებს, რის ნიადაგზეც დაინტერესდნენ ცოდნის შეძენით, შეიყვარეს წიგნი.
სასწავლო წლის დასრულება კი პატარებმა ღონისძიებით აღნიშნეს. მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები.
კლასის დამრიგებლებმა - ნათელა გორგილაძემ და თამუნა ბერიძემ მოსწავლეებს პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცეს და არდადეგებზე დიდი სიყვარულით გააცილეს.
„წარმატებებს ვუსურვებთ პატარა ქართველებს მომავალში თავიანთ მასწავლებლებთან ერთად“,- აღნიშნავენ სკოლაში.