„ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი“ - ხონის N2 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა კვლევა ჩაატარეს
30-05-2023
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში მიმდინერე სასკოლო პროექტის - „ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი“ მორიგი ეტაპი განხორციელდა. 

მის ფარგლებში, VIII კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა, დააკვირდნენ ქალაქში მოძრავ ავტომობილებს ჰქონდათ თუ არა გამონაბოლქვი. ჩაწერეს ინტერვიუები მძღოლებთან როგორც მამაკაცებთან, ასევე ქალბატონ მძღოლებთან. მათ წინასწარ შედგენილი სპეციალური კითხვარი ჰქონდათ, მის მომზადებაშ მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლეილა ჯიშკარიანი დაეხმარა.

მოსწავლეებმა კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართეს და ის დიაგრამის სახით წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ პროექტის მონაწილეებმა მძღოლებს საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს. სკოლაში, თანამშრომლობისთვის, ყველა მძღოლს მადლობას უხდიან. 

პროექტი მდგრადი განვითარების შემდეგ სამ მიზანს ეხმიანება:

• მიზანი 13 - კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები;
• მიზანი 11 - მდგრადი ქალაქები და დასახლებები;
• მიზანი 17 - პარტნიორობა მიზნების მისაღწევად. 

აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელი თამარ ჩხენკელია. 

„უზარმაზარ მწუხარებას იწვევს ის აზრი, რომ ბუნება ლაპარაკობს, ხოლო კაცობრიობა არ უსმენს“,- ვიქტორ ჰუგოს ეს სიტყვები გასდევდა პროექტს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203