ხონის N2 საჯარო სკოლა გლობალურ სამოქმედო დღეებში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, იმართება არაერთი პროექტი თუ ღონისძიება.
მასწავლებლები ზრუნავენ, რომ მოსწავლეებს მოტივაცია აუმაღლონ, გარდა ამისა, სკოლაში სრულად მათ ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.
თავად, სკოლაც არაერთ წარმატებას აღწევს. ამჯერად, სკოლა 2023 წლის FEE's Global Action Days (გლობალური სამოქმედო დღეები) აქტიური მონაწილეობისათვის სიგელით დაჯილდოვდა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი აქტიური მონაწილეობისთვის FEE-ის გლობალურ სამოქმედო დღეებში - დაბინძურების შესახებ 2023 (Action Days on Pollution 2023.). ვიმედოვნებთ, რომ მოგეწონათ აქტივობები და კვლავ გნახავთ 2024 წლის გლობალური სამოქმედო დღეებზე“,- ასეთი წერილი მიიღეს სკოლაში შიმონ გინზბურგის (shimon ginzburg) - პროექტის შეფასების ოფიცრისგენ.
იხილეთ ფოტო: