ახალშენის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მუნიციპალურ კონფერენციაზე ღირსეულად წარდგნენ
30-05-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობით გამოირჩევიან. ახალგაზრდები, პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და ძალისხმევით, როგორც სკოლის შიდა, ისე გარე საგანმანათლებლო ღონისძიებებში წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეები - ლიზი დავითაძე და მარიამ შაინიძე, პედაგოგ ნატო ჯაში-შაინიძის ხელმძღვანელობით, მუნიციპალურ კონფერენციას შეუერთდნენ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 24 მაისს, მაჭახლის ხეობაში, სოფელ ცხემლარაში, თამარ მეფის ხიდთან, არაჩვეულებრივ გარემოში, ხელვაჩაურის რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართა მოსწავლეთა მე-7 მუნიციპალური კონფერენცია ისტორიაში სახელწოდებით - “საქართველოს ისტორიის ფურცლები“. („საქართველო გიორგი სააკაძის ეპოქაში“- XVII საუკუნე).
კონფერენციის მიზანია მოსწავლეს განუვითაროს დამოუკიდებლად მუშაობისა და ინფორმაციის სინთეზის უნარები, საშუალება მისცეს ჩამოაყალიბოს, წარმოაჩინოს და დაიცვას საკუთარი პოზიცია, არჩეული თემის ირგვლივ, შეიძინოს ღრმა თეორიული ცოდნა, პედაგოგის ხელმძღვანელობით.
ლიზი დავითაძე და მარიამ შაინიძე კონფერენციაზე ღირსეულად წარდგნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს