ხონის N2 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ნინი ჩიხლაძე ბლიც-ვიქტორინის ერთ-ერთი გამარჯვებულია
30-05-2023
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლას წარმატებული, ნიჭიერი და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეები ჰყავს. 

ერთ-ერთი ასეთი მე-9 კლასის მოსწავლე ნინი ჩიხლაძეა, ის სხვადახვა პროექტსა და აქტივობაში ხშირად ერთვება. 

ამჯერად, ნინი ჩიხლაძემ წარმატება ბლიც-ვიქტორინაში მოიპოვა. 

„აფხაზეთობის კვირეულის“ ფარგლებში, პროექტის - „ამბები აფხაზეთზე“ ეგიდით, კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია და ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი იმერეთის რეგიონს ეწვივნენ. მოსწავლეებთან შეხვედრები ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გაიმართა.

შეხვედირის დასასრულს, ბლიც-ვიქტორინა გაიმართა, მასში ნინი ჩიხლაძე აქტიურად ჩერთო, შესაძლებლობები გამოავლინა და ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. 

„პროექტის ფარგლებში, პროფესორი სვიმონ მასხარაშვილი მოსწავლეებს საერთო კულტურული და ისტორიული ასპექტების შესახებ ესაუბრა, რაც საუკუნეების განმავლობაში ამყარებდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს. დასასრულს, ტრადიციულად ბლიც-ვიქტორინა გაიმართა, ხოლო გამარჯვებულს სააგენტომ სიმბოლური საჩუქრები გადასცა“,- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203