ახალისოფლის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეთა წარმტაცი საზეიმო ღონისძიებები 
30-05-2023
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალისოფლის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო, მამოტივირებელ და შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, პედაგოგების - ნონა ჭანტურიასა და დალი გოგიჩაიშვილის სადამრიგებლო - მეორე და მესამე კლასის მოსწავლეებმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გამართეს. მისი თემა იყო - „სამშობლო, ჩემი გულის ფეთქვაა“. 

ღონისძიების ორგანიზატორები კლასის დამრიგებლები იყვნენ, ის სოფლის ბიბლიოთეკაში გაიმართა. აქტივობაში დიდი წვლილი მიუძღვის მუსიკის მასწავლებელს მზია გვასალიას. 

მოსწავლეებმა სხვადასხვა საინტერესო ნომერი შეასრულეს, იმღერეს, იცეკვეს, სიტყვა წარმოთქვეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

გარდა ამისა, პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანი „გააცილეს“ და სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. მათ ნასწავლი მასალა გაიხსენეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ. დამრიგებელმა ნათია გიგაშვილმა მოსწავლეები არდადეგებზე დიდი სიყვარულით გააცილა.  

 პედაგოგები ბიბლიოთეკარს - ლ.ხურციას თანამშრომლობისათვის, მადლობას უხდიან.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203