იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შთამბეჭდავად აღნიშნეს
30-05-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე, აღნიშნეს თუ რა გზა გაიარა ქვეყანამ თავისუფლების მოპოვებამდე, შეიმოსნენ ეროვნული სამოსით და „გააცოცხლეს“ ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარსული და გმირები, რომელთა მაგალითზე, ქართველი ერი ყოველთვის იბრძოდა დამოუკიდებლობისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის. ბავშვებმა მკაფიოდ გამოხატეს სამშობლოს დიდი სიყვარული და წარსულის პატივისცემა.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

ფოტოსესიის ორგანიზატორები: სოფიო კალანდაძე, ნონა ურუშაძე, თამარ ფიფია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203