მელეს საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა 
30-05-2023
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულს საზეიმო ღონისძიება მიეძღვნა.

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული საზეიმო პროგრამა შესთავაზეს. ბავშვებმა ისაუბრეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე, აღნიშნეს თუ რა გზა გაიარა ქვეყანამ თავისუფლების მოპოვებამდე. მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები საქართველოზე. დაწყებით კლასის მოსწავლეებმა კი ქართული ხალხური ზღაპარი „კომბლე“ დადგეს. ბავშვების მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული ქართული ანისა და ლიტერატურის უფროსი პედაგოგი ეკა გვიდანი.

მოსწავლეებმა ასევე შეასრულეს ხალხური სიმღერები. ნომრის მომზადებაში მოსწავლეებს პედაგოგი ავლინა ჯამბურიძე დაეხმარა. 

მელეს საჯარო სკოლა საზოგადოებას ეროვნულ დღესასწაულს კიდევ ერთხელ ულოცავს. 

„მელეს საჯარო სკოლა გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს გისურვებთ მშვიდობასა და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203