„ვემშვიდობებით ანბანს“- საღამოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით შეაჯამეს
29-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაასრულეს.
პირველ კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება - „ვემშვიდობებით ანბანს“, ჩაატარეს. მათ წაკითხული ლექსებით, ცეკვით და სასიამოვნოდ ნამღერი სიმღერებით დამსწრე საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. ღონისძიებას, მასწავლებლებთან ერთად, მშობლებიც ესწრებოდნენ.
აქტივობას ქართული ენის მასწავლებელი ასტხიკ გალოიანი ხელმძღვანელობდა.
სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველივე კლასიდან ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ.
„მასწავლებლები და მშობლები კმაყოფილი დარჩნენ პირველკლასელების მიერ წარდგენილი ღონისძიებით და მომდევნო კლასებშიც წარმატებები უსურვეს მათ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს