აფხაზეთის N14 სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სპორტული შეჯიბრებები მოეწყო
29-05-2023

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი, კალენდარული გეგმით გათვალისწინებული, სპორტული ღონისძიების კვირეული - „ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით“ ჩატარდა.

აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეები ერთმანეთს სპორტულ-გასართობ შეჯიბრში - „მხიარული სტარტები“ შეეჯიბრნენ, რომელსაც ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი რუსუდან შონია ხელმძღვანელობდა.

„მხიარულ სტარტებში“ ასევე მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელ ირმა საჯაიასთან ერთად. 

მოსწავლეებს შორის ასევე შეჯიბრი გაიმართა ჭიდაობაში, რაგბში, მინი ფეხბურთსა და მძლეოსნობაში.

„გამარჯვებულებს გადაეცათ თასები, რამაც ძალიან გაახარა ბავშვები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება იყო ძალიან საინტერესო და სახალისო.

მოსწავლეებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

„სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის ქალბატონ რუსუდან შონიას და ირმა საჯაიას ასეთი ლამაზი დღისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი შეჯიბრებები მოსწავლეებს სპორტისადმი სიყვარულს უღვივებს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203