მანავის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ღონისძიებით შეაჯამეს
29-05-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველი კლასიდან აქტიურად ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ. 

შესაბამისად, პატარა მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა. ამჯერად, მათ პირველი კლასი დაამთავრეს. მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ. 

პირვეკლასელთა გამოსაშვები ღონისძება მასწავლებლის - ციცინო ბორაშვილის და მშობელთა დიდი მონდომებით დაიგეგმა და 25 მაისს სკოლის ეზოში, ბავშვების მხიარული ჟივილხივილის ფონზე, ჩატარდა.

„ყველაზე ამაღელვებელი და ემოციური, მაინც პირველკლასეთა ღონისძიებაა, ვინაიდან სრულდება ერთი ეტაპი და იწყება ახალი. სცენარის მიხედვით, დღესასწაული საზეიმო და გასართობი ნაწილებისგან შედგებოდა. პირველკლასელებმა წაიკითხეს სახალისო ლექსები, ქართული ცეკვები, მონტაჟი - „მხიარული ანბანი“, შემდეგ ერთად იმღერეს, მადლობა გადაუხადეს მასწავლებელს და ბოლოს ზეიმი სურვილების ჩაფიქრებით და ბერადი ბუშტების გაშვებით დაასრულეს“,- წერს მასწავლებელი მ
აია დიდებულიძე. 

იხიელთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203