დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები ემოციურად გააცილეს. მათთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. სკოლის დირექტორმა - ისლამ მამედოვმა კურსდამთავრებულებს მიულოცა ეს ღირშესანიშნავი დღე და ცხოვრების ახალ სარბიელზე წარმატება უსურვა.
მეთორმეტეკლასელებმა სკოლაში მომავალი პირველკლასელები შეიყვანეს.
კურსდამთავრებულებს და მომავალ პირველკლასელებს მათი მასწავლებლები- ლამია ასადოვა, ვენერა ისკანდაროვა, ბასტი სულეიმანოვა, ლეილა ისკანდაროვა, საბინა ასადოვა მიესალმნენ. მათ აღნიშნეს, რომ ახალგაზრდობა ხვალის იმედი და მომავალია. ბავშვები კი ცხოვრების ის ყვავილები არიან, რომლებიც ცხოვრებას ალამაზებენ.
„მშვიდობით სკოლავ!
თაობათა მონაცვლეობა კარგად იგრძნობოდა მე-12 კლასის გამოსაშვებ ზეიმზე სკოლაში.
მე-12 კლასელებმა ხელჩაკიდებული შემოიყვანეს ის პირველკლასელები, რომლებიც ახალ სასწავლო წელს შემოვლენ სკოლაში.
ზეიმი მხიარულად წარიმართა.
იყო მილოცვები. დამშვიდობება სკოლასთან. ფერადი ბუშტები და ყვავილები... კურსდამთავრებულებმა პირველკლასელებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ეს დღე, როგორც ყველაზე შთამბეჭდავი, დიდხანს დაამახსოვრდებათ როგორც კურსდამთავრებულებს, ისე პირველკლასელებს.
გზა დავულოცოთ მათ! უღრუბლო ზეცა და წარმატებები დაბედებოდეთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: