ბარალეთის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა მრავალფეროვანი ღონისძიება 
29-05-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მასწავლებელთა ხელმძღვანელობით, საინტერესო ღონისძიებები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში სომხური ენის პედაგოგმა არუსიაკ ავეტისიანმა ზეიმი ჩაატარა, რომელშიც მე-4 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ბავშვებმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან თეატრალური დადგმა შესანიშნავად შეასრულეს.

მათ ასევე იცეკვეს, იმღერეს, და ლექსები შესანიშნავად წაიკითხეს.

„ღონისძიებამ ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203