გუმათის საჯარო სკოლაში „ანბანის ზეიმი“ ჩატარდა
29-05-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მონაწილეობით სხვადასხვა ღონისძიება და აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში „ანბანის ზეიმი“ ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა, ქართველი ერის წინაშე ი.გოგებაშვილის ღვაწლი გაიხსენეს.

მათ ზეიმზე, დედაენისადმი სიყვარული, პატივისცემა ლექსებითა და სიმღერებით გამოხატეს.

მოსწავლეებმა შესაძლებლობები და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

„ეს დღე გამორჩეული იყო იმითაც, რომ სკოლის მოსწავლეებს მოულოდნელი საჩუქარი გადასცა ამავე სოფლის მკვიდრმა - ბექა ჩარქსელიანმა, თავისი კეთილი მეგობრის მორის სენაშვილის შემწეობითა და დახმარებით. ეს იყო ზღვა ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე დღე იყო გუმათის სკოლის ისტორიაში. მადლობა მათ პატარების გახარებისათვის. მრავალჟამიერ ამ კეთილ საქმეს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203