თხილნარის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს
29-05-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა.

პირველკლასელებმა, კლასის დამრიგებელთან ხათუნა მაკარაძესთან ერთად, სკოლის საზოგადოებას ერთი ლამაზი დღე და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. მოსწავლეებმა წარმოსთქვეს ლექსები, იმღერეს და ხოტბა შეასხეს ქართულ ანბანს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველი კლასიდან აქტიურად ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ. შესაბამისად, პატარა მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა.

„მასწავლებელთან ერთად გაიხსენეს მათი წარმოშობა, თავის მხრივ, სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა პირველ კლასელებს ცოდნის სამყაროსაკენ სავალი გზა დაულოცეს და ისინი დააჯილდოვეს სიგელებით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203