დოლოგნის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს
29-05-2023

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაასრულეს. 

პირველკლასელებმა, „ანბანის გაცილება“, მოაწყვეს და სასკოლო საზოგადოებას დასამახსოვრებელი ღონისძიება შესთავაზეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, შესწავლილი მოთხრობებიდან  გმირები განასახიერეს.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე შეასრულეს სიმღერები და ქართული ცეკვები, დიდი სიყვარულით „გააცილეს ანბანი“.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მშობლები და საგნის მასწავლებლები.

სასკოლო საზოგადოებამ, პატარებს ცოდნის სამყაროში პირველი ეტაპის დასრულება და ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას კლასის ხელმძღვანელი ხათუნა ჯინჭარაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203