ჯავშანიანის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს
29-05-2023

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველი კლასიდან აქტიურად ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ. 

შესაბამისად, პატარა მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა. ამჯერად, მათ პირველი კლასი დაამთავრეს. 

მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ. 

ღონისძიებამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, ის შემოქმედებითი ნომრებით იყო დატვირთული. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203