სულდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ფლეშმობი მოაწყვეს
29-05-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ღონისძიებით აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ფლეშმობი მოაწყვეს.
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარადგინეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, მისი დაარსების ისტორია გაიხსენეს და სასკოლო საზოგადოების სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის აუცილებლობა განუსაზღვრეს.