კიზილქილისის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
30-05-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.
სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - ლიუსია სალარცორციანის ხელმძღვანელობით სკოლაში ღონისძიება ჩატარდა.
წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან 105 წელი გავიდა. ღონისძიებაზე მე-3 კლასის მოსწავლეები 26 მაისის მნიშვნელობას უკეთ გაეცნენ, საქართველოს ჰიმნი მოისმინეს, ამ დღისა და ზოგადად, დამოუკიდებლობის შესახებ ისაუბრეს. აღნიშნეს თუ რა გზა გაიარა საქართველომ თავისუფლების მოპოვებამდე,
ღონისძიება მოიცავდა მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებს. მოსწავლეები საზეიმო პროგრამაში ხალისით ჩაერთნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს