„ანბანის გაცილება“ - თორიის საჯარო სკოლის პირველ კლასში საზეიმო ღონისძიება გაიმართა
29-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
ამჯერად, პირველ კლასში ჩატარდა საზეიმო ღონისძიება - „ანბანის გაცილება“ გაიმართა. მას პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.
პატარებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და ინსცენირებები გამართეს, რომლებიც სომხურ ანბანს ეძღვნებოდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველივე კლასიდან ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ.
„დილა ჩატარდა საქმაოდ თბილ გარემოში. დადებითი შთაბეჭდილებებით აღსავსე დამსწრე საზოგადოებამ კეთილი სურვილებით გამოხატა მადლობა მოსწავლეების და მათი პედაგოგის გერმინე ტონაკანიანის მიმართ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს