თაგოს საჯარო სკოლის დირექტორის - ილია ბოლქვაძის ორგანიზებით, ფრენბურთის ტურნირი გაიმართა
29-05-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები არაერთ საინტერესო აქტივობაში ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლის სპორტულ მოედანზე სოფელ თაგოს მკვიდრის იოსებ (დათო) ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფრენბურთში ჩატარდა, მასში სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა გუნდები მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ღირსეულად იასპარეზეს.

ღონისძიებას მსაჯთა კომისია, აკაკი კომახიძის ხელმძღვანელობით, მსაჯობდა. ტურნირს ხულოს რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი როლანდ შავაძე ესწრებოდნენ.

ღონისძიებაში მონაწილე ფინალისტები თასებით, მედლებითა და საპატიო სიგელებით, ხოლო ყველა მონაწილე საპატო სიგელებით.დაჯილდოვდა. 

ტურნირზე გამოვლენილი და დაჯილდოებული იქნა:

  • ყველაზე პატარა მოთამაშე - სიგელით,
  • ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე - სიგელით;
  • ყველაზე აქტიური მოთამაშე ქალბატონი - სიგელით;
  • საუკეთესო მოთამაშე თასით.

ტურნირი სპორტის მასწავლებლის - გრიგოლ შანთაძის ჩართულობით გაიმართა. 

„დათო ბოლქვაძის ოჯახის წევრები, სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეები და სოფლის ახალგაზრდობა მადლობას უხდიან ტურნირში მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას, თანადგომასა და ღონისძიებაში მონაწილეობისათვის და  აჯილდოებენ სკოლის დირექტორს ილია ბოლქვაძეს ტურნირის ორგანიზატორობისათვის- სიგელით“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203