ძირკვაძეების საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა 
29-05-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აქტივობა მიეძღვნა. 

ამ დღის აღსანიშნავად, სკოლის ეზო, დილიდანვე საზეიმოდ, საქართველოს დროშის ფერებში იყო მორთული. თავდაპირველად, მოეწყო მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, ხოლო შემდეგ საზეიმო კონცერტი.
 
სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ღონისძიების სტუმრებს პატრიოტულ თემაზე დაწერილი ლექსებით მიულოცეს ეს მნიშვნელოვანი თარიღი. სკოლის მხატვრული წრის წევრებმა, თემურ თავართქილაძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს და სხვადასხვა მელოდიები შეასრულეს.
 
დრექტორმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ეს დღე მიულოცა. უსურვა ერთიან, მშვიდობიან და გამთლიანებულ სახელმწიფოში იცხოვრონ. ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დასრულდა.

„26 მაისი - თითოეული ჩვენგანის დღესასწაულია, იგი ერთნაირად ამაღელვებელია პატარებისთვისაც და უფროსებისთვისაც“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203