მატნის N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს 
29-05-2023
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გამორჩეული აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება.

ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. მათ ღონისძიება გამართეს, რომელზეც ისტორიული სპექტაკლი, საზეიმო და მუსიკალური ნომრები წარადგინეს.

აქტივობის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მნიშვნელობისა და ამ დღის შესახებ ისაუბრეს. ღონისძიების ორგანიზატორი ნელი ტერტერაშვილი იყო.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203