სპორტის პედაგოგმა მელანია დოლიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოსწავლეებთან ერთად აღნიშნა
29-05-2023

პედაგოგი მელანია დოლიძე მოსწავლეებს არა მხოლოდ სპორტის სიყვარულს ასწავლის, არამედ მათ უნერგავს ისეთ ღირებულებებს როგორიც პატიოტიზმია. 

სპორტის პედაგოგი მოსწავლეებთან ერთად 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებას შეუერთდა, მათ ერთად აღნიშნეს სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღი. 

მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობა გაიაზრეს, მისი დაარსების ისტორია გაიხსენეს და საზეიმო ღონისძიებაში ხალისით ჩაერთნენ. 

„მე და ჩემი ბავშვები გილოცავთ და ვისურვებდით, რომ საქართველო გამთლიანებული და გაბრწყინებული გვენახოს“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203