ფუთის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანი ზეიმით „გააცილეს“
29-05-2023
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთის საჯარო სკოლის პირველ კლასში მრავალფეროვანი ღონისძიება მოეწყო. 

ზეიმით მოსწავლეებმა კლასის დამრიგებლის - მაკა სარალიძის ხელმძღვანელობით, ანბანი „გააცილეს“. პატარები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

როგორც სკოლაში ამბობენ, ღონისძიება მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გამოირჩეოდა, რამაც ყველას მოწონება დაიმსახურა. პატარებმა „ანბანეთში“ იმოგზაურეს, ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციები გამართეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველივე კლასიდან ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203