ძმაგულის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშრებით, პატრიოტული ღონისძიება მოეწყო
29-05-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიება მიუძღვნეს. 

ამ დღესთან დაკავშირებით სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას პატრიოტული ღონისძიება შესთავაზეს. 

მოსწავლეებმა, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, საქართველოს ჰიმნი გააჟღერეს და სასკოლო საზოგადოებას ამ დღის არსი შეახსენეს, მისი დაარსების ისტორია გაიხსენეს და განსაზღვრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება ძალიან ამაღელვებელი და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203