დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ინტეგრირებული გაკვეთილის ფარგლებში, მუზეუმებს ესტუმრნენ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული გასვლითი გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილი პროექტ - „მუზეუმებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაციის ახალი ფორმების მოძრაობისა და მუზეუმების ტოპოლოგიური კლასიფიკაციის“, ფარგლებში მოეწყო.
გაკვეთილს მასწავლებლები: ლელა კალანდაძე და ლამზირა წიტაიშვილი ხელმძღვანელობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა გალაკტიონ ტაბიძის, ტიციან ტაბიძის, მაიაკოვსკის და ვანის არქეოლოგიურ მუზეუმები მოინახულეს.
აღსანიშნავია, რომ მერვე კლასის მოსწავლეებმა რუსულ ენაში დაასრულეს პროექტი თემაზე - „მაიაკოვსკი და საქართველო“, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კი, მუზეუმში პრეზენტაცია გამართეს.
იხილეთ ფოტოები: