„ჩვენ უკვე ვიცით ანბანი“- ალასტანის საჯარო სკოლის პირველკლასელთა მრავალფეროვანი ღონისძიება 
29-05-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველი კლასიდან აქტიურად ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ. 

შესაბამისად, პატარა მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა. ამჯერად, მათ ღონისძიება - „ჩვენ უკვე ვიცით ანბანი“ გამართეს. აქტივობას დამრიგებელი შოგერ თუმასიანი ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, საინტერესო ნომრები წარადგინეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ.

ღონისძიებამ დიდი წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203