თელავის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუსიკალური სპექტაკლი დადგეს
03-05-2018
მეფე ერეკლე II-ის სახელობის ქალაქ თელავის N1 საჯარო სკოლის IIIა კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი მაია ახმეტელი) მუსიკალური სპექტაკლი "უღრანი ტყის ზღაპრები" წარმოადგინეს.
სცენარი წელს შესწავლილი ზღაპრების მიხედვით შეიქმნა (ჭ.ამირეჯიბი - "ჭორიკანი კაჭკაჭი" და ესტონური ზღაპრები - „როგორ დამუნჯდნენ ხეები“).
ბავშვებმა საყვარელი პერსონაჟები დიდი მონდომებითა და ხალისით წარმოადგინეს.
სკოლის დირექციის ცნობით, ღონისძიება შთამბეჭდავი იყო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს