აწყვიტის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს
29-05-2023
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველი კლასიდან განსაკუთრებულად ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ. 

შესაბამისად, პატარა მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა. ამჯერად, მათ პირველი კლასი დაამთავრეს. 

მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, „გააცილეს“ ანბანი, შეასრულეს მხატვრულ-შემოქმედებითი კომპოზიცია - ლექსების, სიმღერებისა და მხატვრული გამონათქვამების გამოყენებით. ღონისძიებას კლასის დამრიგებელი ლალი ბათმანაშვილი ხელმძღვანელობდა. 

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავენ მოსწავლეებს 1-ელი კლასის დასრულებას და წარმატებას უსურვებვენ მომავალშიც“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203