მატნის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ღონისძიებით აღინიშნა
29-05-2023
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პატრიოტული ღონისძიება მიეძღვნა.
მოსწავლეებმა სკოლის ეზო, საქართველოს დროში ფერებში გააფორმეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და საქართველოს დროშა დიდი სიამაყით ააფრიალეს.
მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრე, გაიაზრეს რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და მისთვის ბრძოლა.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს