ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პატრიოტული ღონისძიება
29-05-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეთა მონაწილეობით ღონისძიება ღია ცის ქვეშ ჩატარდა, სადაც დირექტორმა -  ლალაზარ აროიანმა 26 მაისის შესახებ ისაუბრა.

ამის შემდგომ კი, ღონისძიებაზე მოსწავლეებმა იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.

მათ შემოქმედებითი ნიჭი და უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვის.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ვიდეოები:








~





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203