„ეს დღე ჩვენია“- საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხანდოს საჯარო სკოლაში
29-05-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ლოზუნგი - „ეს დღე ჩვენია“, გახლდათ.
მოსწავლეებმა, ღონისძიებაზე პატრიოტული ლექსები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარადგინეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.
მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების ისტორიას შეახსენეს და ამ დღის მნიშვნელობა განსაზღვრეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს იყო ქართული ენის კათედრის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელშიც ჩართულნი იყვნენ მეხუთე - მეთერთმეტე კლასების მოსწავლეები.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს